რეგულაციების კონტროლის მექანიზმი

ტრანსპორტის ამოქმედების პარალელურად, მთელი ქვეყნის მასშტაბით და მათ შორის ავტობუსებისა და მიკროავტობუსების შემთხვევაშიც, დაწესებული რეგულაციების აღსრულება მკაცრად გაკონტროლდება. თუ მგზავრი არ დაემორჩილება მითითებას, როგორც მძღოლები, ისე კონტროლიორები უფლებამოსილები არიან, საპატრულო პოლიცია გამოიძახონ.

რაც შეეხება ნაკადების კონტროლს, ანუ დაშვებული იქნება თუ არა საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრის ფეხზე დგომა ან რამდენი ადამიანის გადაყვანის უფლება ექნება მძღოლს, ამ საკითხზე ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

მუნიციპალური ტრანსპორტი ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, საღამოს 21:00 საათამდე იმუშავებს, თუმცა, ძალაში რჩება შეზღუდვა შაბათ-კვირას გადაადგილებაზე.