COVID-19 - რეგულაციები საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე

სატვირთო ავტომობილის მძღოლები კორონავირუსით დაინფიცირების რისკჯგუფში არიან. ვითარების გასაკონტროლებლად, ქვეყნის ყველა საბაჟო-გამშვებ პუნქტზე შემოსულ საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლებს სწრაფი ტესტი უტარდებათ. ახალი რეგულაციები მოქმედებს საქართველო-აზერბაიჯანის ლაგოდეხის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზეც.

პროცედურას, პასუხის გაცემის დროის ჩათვლით, დაახლოებით ნახევარი საათი სჭირდება. თუ შედეგი უარყოფითი იქნება, მძღოლი გააგრძელებს გზას. დადებითი პასუხის შემთხვევაში კი, პირს „ცხელების ცენტრში“ გადაიყვანენ. ნიმუშის აღებასა და ტესტის ჩატარებაზე ლაგოდეხის საბაჟოს ოთხი თანამშრომელი გადამზადდა.