რეგიონული ფორუმი
„მშვიდობის როლი მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში“- თბილისი მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმს მასპინძლობს. ფორუმი დღეს პრემიერმა, თბილისის მერმა და მთავრობის წარმომადგენლებმა გახსნეს.
ფორუმის თემებია მდგრადი ეკონომიკური განვითარება, ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა და ინოვაციები, განახლებადი ენერგიის მოხმარება და განვითარება, თანამედროვე ტენდენციები სამშენებლო სექტორში, უძრავი ქონების ბაზარი, ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის მდგრადი განვითარება, ინვესტიციები თანამედროვე ტექნოლოგიებში, სივრცითი მოწყობა და სატრანსპორტო რეფორმა. ფორუმის ფარგლებში იმართება დებატები და მიმდინარეობს პანელური დისკუსიები. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ პრემიერი, თბილისის მერი და მთავრობის წევრები.
ანა ბროლაძე დეტალებით.