რეფინანსირების განაკვეთი გაიზარდა

რეფინანსირების განაკვეთი 11-მდე, 0.5 პროცენტით გაიზარდა – ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას განაგრძობს. გადაწყვეტილება მაღალ ინფლაციურ რისკებთან არის დაკავშირებული. მარეგულირებელში განმარტავენ, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ და საომარმა მოქმედებებმა, ჯერ კიდევ პოსტპანდემიური აღდგენის პროცესში მყოფი მსოფლიო ეკონომიკა ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა.

კობა გვენეტაძის განცხადებით, რუსეთიც და უკრაინაც, საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები არიან, შესაბამისად, ორივე ქვეყანაში მიმდინარე საომარი მოქმედებები პირდაპირ აისახება საქართველოს ეკონომიკაზე. შესაბამისად, ცენტრალურმა ბანკმა 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3-4 პროცენტის ფარგლებში შეამცირა.

დატოვე კომენტარი