რეფინანსირების განაკვეთი გაიზარდა
რეფინანსირების განაკვეთი 0.25 პროცენტით გაიზარდა და 8.25 პროცენტი შეადგინა. ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღო. სებ-ში განმარტავენ, რომ მონეტარული პოლიტიკის ზომიერი გამკაცრება ამცირებს რისკებს. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2026 წლის 17 ივნისს ჩატარდება.