რეფერენდუმის დღე ისლანდიაში
ისლანდიაში ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების განახლების საკითხზე რეფერენდუმი მიმდინარეობს. ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 09:00 საათზე გაიხსნა და 22:00 საათზე დაიხურება. რეფერენდუმზე გამოტანილია კითხვა: „უნდა განაახლოს თუ არა ისლანდიამ ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებები?“ ამომრჩევლისთვის შეთავაზებულია ორი პასუხი: „დიახ“ და „არა“.
ბოლო კვლევების მიხედვით, მოქალაქეების აზრი ორად იყოფა და შედეგის წინასწარ პროგნოზირება რთულია. გუშინ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მოსახლეობის მცირე უმრავლესობა ევროკავშირთან მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგი იყო. მანამდე ჩატარებული გამოკითხვები კი მოლაპარაკებების განახლების მხარდამჭერების მცირე უპირატესობას აჩვენებდა.
ისლანდიამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი 2009 წელს, ფინანსური კრიზისის ფონზე შეიტანა. მოლაპარაკებები 2013 წელს შეწყდა, როდესაც მთავრობამ პროცესი შეაჩერა.