რეფერენდუმი ოკუპირებულ ტერიტორიებზე

ანექსია და ყირიმის მოვლენების განმეორება – ასე ფასდება აღმოსავლეთ უკრაინის ოთხ რეგიონში ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმი.

საუბარია დონეცკზე, ლუგანსკზე, ხერსონსა და ზაპოროჟიეზე, რომლებსაც რუსეთი სრულად ვერ აკონტროლებს. სეპარატისტი ლიდერების მიერ ინიცირებული ე.წ. რეფერენდუმის დროს ადგილობრივებმა უპასუხეს კითხვას, სურთ თუ არა რუსეთის შემადგენლობაში შესვლა. პროგნოზირებენ, რომ უკვე 30 სექტემბერს, როდესაც ვლადიმერ პუტინი ფედერალური კრების წინაშე სიტყვით გამოვა, უკრაინის ახალი ანექსიის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადებს და ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის შემადგენელ ნაწილებად ცნობს.