რაჭაში მოსახლეობის მასობრივი თერმოსკრინინგი დაიწყო

რაჭაში მოსახლეობის მასობრივი თერმოსკრინინგი დაიწყო. რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, სახელმწიფო რწმუნებულის ინფორმაციით, რეგიონში მედიკოსების 62 ჯგუფი უკვე მუშაობს. ისინი ტემპერატურას დაახლოებით 30 ათას მოქალაქეს გაუსინჯავენ.

თერმოსკრინინგი ხუთ დღეში დასრულდება. არჩილ ჯაფარიძის ინფორმაციით, პარალელურად მიმდინარეობს მედიკოსების გეგმიური კვლევა. ამ დილით რეგიონში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე 20 ექიმის ანალიზის პასუხი მიიღეს და ყველა პასუხი უარყოფითია. უკვე გამოკვლეულია 50 მედპერსონალი და „კოვიდ-19“ არცერთს არ აქვს.