რა წესების დაცვით იმუშავებს ბიზნესი ახალ რეალობაში, როგორ გვიმასპინძლებენ რესტორნები, სასტუმროები, აეროპორტები თუ სავაჭრო ცენტრები და როდიდან ამოქმედდება ეკონომიკა სრულად

„კოვიდ-19“-ის გამო შექმნილი ახალი რეალობა, რომელზეც ეკონომიკის ყველა მიმართულებას მოუწევს მორგება. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული პროტოკოლისა და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების მიხედვით გაწერილი რეგულაციები ყველა სფეროს მოიცავს. მათ შორისაა რესტორნები, სასტუმროები და სავაჭრო ცენტრები, რომლებიც პირველი და რვა ივნისიდან ეტაპობრივად და სრული დატვირთვით ამუშავდებიან. ახლა ყველაზე საინტერესოა, რა პირობებით გაიხსნება საზღვრები.