ქვეყნის მასშტაბით ამოქმედებული შეზღუდვები

უკვე რამდენიმე საათია, ქვეყანაში ახალი შეზღუდვები მოქმედებს – ერთი საათით შემცირდა გადაადგილების უფლება და მხოლოდ 21:00 საათამდეა შესაძლებელი. გაჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დახურულია ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სასურსათო და სააფთიაქო ქსელებისა. მათ შორის ბაზრობები, თუმცა საქმიანობას განაგრძობს აგრარული ბაზრები. მხოლოდ მიწოდების სერვისის ფარგლებში მუშაობენ კვების ობიექტები.

კიდევ ერთხელ, რა უნდა იცოდეთ მთავრობის ორთვიანი გეგმის შესახებ, რომელიც კოვიდინფექციის სწრაფი გავრცელების პრევენციისთვის ამოქმედდა, – თათია ტაბეშაძე განაგრძობს თემაზე საუბარს. დავიწყოთ შეზღუდვებით, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოქმედდა.