„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ ქვესადგურის „წყალტუბო 500“-ის მშენებლობა დაასრულა. პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. ობიექტის მშენებლობის დასრულების ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ეკონომიკის მინისტრი დაესწრნენ. სამშენებლო სამუშაოები 2022 წელს დაიწყო და 2024 წელს დასრულდა, პროექტის ღირებულებამ 120 მლნ. დოლარი შეადგინა.