ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი მიმართულება დაემატება
დეკემბრიდან ქუთაისიდან ფრენები ვენეციის მიმართულებით დაიწყო. რომისა და მილანის შემდეგ, ეს იტალიის უკვე მესამე ქალაქი იქნება. Wizz Air რეისებს ვენეცია-ქუთაისი-ვენეციის მიმართულებით კვირაში ორი სიხშირით, სამშაბათსა და შაბათს შეასრულებს. ვენეციიდან პირველი რეისით ჩამოსულ მგზავრებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ სპეციალური დახვედრა მოუწყო.