ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ ხუთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

12:12, 17.03.2020

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ ხუთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. კლინიკის მთავარი ექიმის განცხადებით, პაციენტებს საჭიროების მიხედვით მიეცემათ დანიშნულება და ნაწილი სახლში გაეწერება.

მისივე ინფორმაციით, კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით, კლინიკაში გამთენიისას ექვსი ახალი პაციენტი მიიყვანეს, ისინი საკარანტინო სივრცეებსა და თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.

მათ შესაბამის ანალიზებსა და კვლევისთვის ლაბორატორიაში გააგზავნიან.

მსგავსი