ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს ახალი ინფიცირებული ჰყავს

 ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს ახალი ინფიცირებული ჰყავს. წუხელ გაკეთებული შვიდი ანალიზიდან, „კოვიდ 19“-ზე დადებითი მხოლოდ ერთი აღმოჩნდა. პაციენტი კარანტინის ზონიდან გადაყვანილი პირია, თურქეთში მოგზაურობის ისტორიით. სულ კი ამ დროისთვის კლინიკაში ახალი კორონავირუსის დიაგნოზით ოთხი მოქალაქეა მოთავსებული.

რა ხდება იმერეთში და როგორია რეგიონის საავადმყოფოებსა და საკარანტინო ზონებში არსებული ვითარება, ირმა ჭოლაძე დეტალებით.