ქუთაისი-ვენეცია-ქუთაისი
ქუთაისი-ვენეცია-ქუთაისი – კიდევ ერთი ავიარეისი საქართველოდან იტალიის მიმართულებით, 2 დეკემბრიდან დაიწყებს ფრენას. ფრენებს კვირაში ორი სიხშირით, სამშაბათსა და შაბათს ავიაკომპანია Wizz Air  შეასრულებს. ამ ეტაპზე Wizz Air ქუთაისიდან 13 ქვეყნის 24 მიმართულებით ოპერირებს, მათ შორის ცოტა ხნის წინ აღდგენილი მიმართულებებია მადრიდი, ჰამბურგი და ასევე ლიონი.
2025 წლის 7 თვის მონაცემებით Wizz Air საქართველოში 900 ათასამდე მგზავრს მოემსახურა. მხოლოდ 2025 წლის პირველი შვიდი თვის განმავლობაში კი, ავიაკომპანიამ ქუთაისიდან და ქუთაისში დაახლოებით 4 800 რეისი შეასრულა, რაც გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით თითქმის 9%-ით მეტია.