ქსელურ მარკეტებში „სოციალური კალათების“ განთავსება დაიწყო

15:20, 13.05.2026

ქსელურ მარკეტებში „სოციალური კალათების“ განთავსება დაიწყო. პირველი ეტაპისთვის, სპეციალურად მოწყობილ კუთხეებში, 15 სახეობის სასურსათო პროდუქტი ფასდაკლებით გაიყიდება. სოციალურ კალათაში შედის – ფქვილი, ბრინჯი, შაქარი, წიწიბურა, ქათამი, ტკბილეული, მაკარონი, რძის ნაწარმი და სხვა ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი.

ქსელური მარკეტების წარმომადგენლების განცხადებით, პროდუქტების ჩამონათვალი მომხმარებელთა მოთხოვნების შესაბამისად პერიოდულად განახლდება.

მსგავსი