ქრისტეშობის დღესასწაული

მსოფლიოს ქრისტიანული სამყაროს ნაწილი დღეს ქრისტეშობის დღესასწაულს აღნიშნავს. რომის პაპმა სადღესასწაულო მესა ვატიკანში ჩაატარა. პაპმა ფრანცისკემ თავის სიტყვაში ყურადღება გაამახვილა კონფლიქტურ რეგიონებზე, სტიქიური უბედურებებით და ჰუმანიტარული კატასტროფების შედეგად დაზარალებულ ქვეყნებზე და პლანეტის ამ ნაწილში მცხოვრებ ადამიანებს სოლიდარობა გამოუცხადა.

დღეს შუადღისას, ფრანცისკე წმინდა პეტრეს აივნიდან ტრადიციულ საშობაო მიმართვას წაიკითხავს და კათოლიკე მორწმუნეებს შობას სხვადასხვა ენაზე მიულოცავს.