ქართული ქარვისფერი ღვინის ფესტივალი ნიუ იორკში 

ნიუ იორკში ქართული ქარვისფერი ღვინის პირველი ფესტივალი Amber Georgia გაიმართა. 30-მდე ქართული ღვინის მარანმა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან 100-მდე ღვინო წარმოადგინა. ორგანიზატორების მხრიდან აღინიშნა, რომ ფესტივალმა დიდი ინტერესი გამოიწვია ადგილობრივ ღვინის პროფესიონალებში, მომხმარებლებსა და კომერციული სექტორის წარმომამდგენლებში, რაც აშშ-ს ბაზარზე ქართული ქარვისფერი ღვინის საექსპორტო პოზიციების გაძლიერებას დაეხმარება.

ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის გაზრდისა და ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, 2025 წლის 10 თვეში, ქართული ღვინო 29 გამოფენა-ფესტივალსა და 250-მდე დეგუსტაცია-სემინარზე აშშ-ში, ევროპისა და აზიის, ჯამში, 20-მდე ქვეყანაში იყო წარდგენილი.