„ქართული ოცნების“ ინიციატივა - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

„ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მასთან დაკავშირებული პარტიების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას ითხოვს. ამ მიზნით, მმართველი გუნდი საკონსტიტუციო სარჩელს მოამზადებს. ერთ-ერთი მიზეზი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა იქნება. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ კომისიის მიერ უკვე გამოიკვეთა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარსულში ჩადენილი დანაშაულები.

ხელისუფლების განცხადებას უკვე უპასუხეს ოპოზიციაში. მათი თქმით, „ქართული ოცნების“ მიზანი ოპოზიციის განადგურებაა, რაც არ გამოუვათ. ოპოზიცია „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო სარჩელის მომზადებას „მეგობარი აქტის“ საკითხის გადაფარვის მცდელობადაც აფასებს.