„ქართული ოცნება“ საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას ორშაბათს ბიუროს სხდომაზე დაარეგისტრირებს. მმართველი გუნდი წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიებას სწორედ საგამოძიებო კომისიის ფორმატში აპირებს. ამ ინიციატივის ფარგლებში, კომისია „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდზე, პოლიტიკურ და სამართლებრივ შეფასებას მოამზადებს.
2003-2012 წლებში მომხდარი მოვლენების შემსწავლელი ჯგუფი საკანონმდებლო ორგანოში ექვსი თვის განმავლობაში იმუშავებს. რის შემდეგაც დროებითი საგამოძიებო კომისია დასკვნას და რეკომენდაციებს გაასაჯაროებს.