ქართული ღვინო 2025 წელს მსოფლიოს 21 ქვეყანაში 60-მდე გამოფენა-ფესტივალსა და 300-ზე მეტ დეგუსტაცია-სემინარზე წარდგა. ინფორმაციას ღვინის სააგენტო ავრცელებს. უცხოელი პროფესიონალების მონაწილეობით ჩატარდა 18 ღვინის ტური, ჯგუფების შემადგენლობაში შედიოდნენ ღვინის მაგისტრები, ექსპერტები, სომელიეები და იმპორტიორები. ღვინის სააგენტოს ინფორმაციით, მარკეტინგული ხარჯების თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 2025 წელს, თანადაფინანსების სახით, ცხრა ღვინის კომპანიამ ჯამურად, 693 ათასი ლარი მიიღო.