ქართული ღვინის პოპულარიზაციის კამპანია აშშ-ში

აშშ-ში ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა ღვინის შოუმ  – „ვის ფორ ვინომ“ ქართული ღვინის შესახებ ვრცელი სიუჟეტი მოამზადა. ნამუშევარი შოუს ოფიციალურ გვერდზე, სოციალური მედიის არხებზე, საკაბელო ტელეარხზე – ReachTV და ამერიკის მასშტაბით 90-ზე მეტ აეროპორტში განთავსდა. სიუჟეტში ქართული ღვინის ისტორიაზე გვიყვება. მიზანია ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე ქართული ღვინის საექსპორტო პოზიციების გამყარება.