რა გეგმები აქვს ღვინის ეროვნულ სააგენტოს 2026 წელს. მთავარი საზრუნავი ბაზრების დივერსიფიკაცია იქნება. ქართული კომპანიები უფრო მასშტაბურად იქნებიან წარმოდგენილი ღვინის საერთაშორისო გამოფენებსა და ფესტივალებზე. ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიაზე კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 18 მილიონი ლარი დაიხარჯება.