ქართული დელეგაციის ვიზიტი ჩინეთში
შანხხაიში იმპორტის მე-8 საერთაშორისო ფორუმი ოფიციალურად დღეს დილით გაიხსნა. ღონისძიებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩინელ კოლეგასთან ერთად სიტყვით გამოვიდა. აქცენტი გაკეთდა პარტნიორობის გაძლიერებასა და ეკონომიკური მიმართულებით კომუნიკაციის გააქტიურებაზე. აღინიშნა, რომ გამოფენა ხელს უწყობს უფრო ღია და მდგრადი გლობალური ეკონომიკის ჩამოყალიბებას. ხაზი გაესვა ევროპა-აზიის სტრატეგიული დამაკავშირებლის როლს და ახალ შესაძლებლობებს.