ქართული დელეგაციის ვიზიტი ჩინეთში
ქართული დელეგაციის ვიზიტის მეორე დღე ჩინეთში. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პეკინის უცხო ენათა უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ. შეხვდნენ ჩინელ სტუდენტებსა და უნივერსიტეტის წარმომადგენლებს. განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის განვითარების გეგმები. აქცენტი გაკეთდა საგანმანათლებლო სფეროში ორი ქვეყნის ურთიერთობის კიდევ უფრო მეტად გააქტიურებაზე. გაცვლითი პროგრამები, ერთობლივი ტრენინგები და ახალგაზრდების მხარდაჭერა – ეს ის საკითხები იყო, რაზეც მთავარი აქცენტი გაკეთდა.
მარიამ ბერძენიშვილი დეტალებით.