ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი თემურ ხუბულური გახდა. საარჩევნო ყრილობა, რომელშიც 23 დელეგატი მონაწილეობდა, სასტუმრო „ტიფლის პალასში“ ჩატარდა. თემურ ხუბულური პრეზიდენტად ერთხმად აირჩიეს. ის ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონი და მსოფლიოს და ევროპის ორგზის ჩემპიონია, ხოლო 1976 წელს ქართულ ჭიდაობაში საქართველოს აბსოლუტური ფალავანი იყო. ხუბულურმა გელა ბერუაშვილი ჩაანაცვლა, რომელიც თანამდებობას სამი ვადით იკავებდა.