ქალთა საერთაშორისო დღე
ჯანდაცვის მინისტრმა, იუსტიციის მინისტრის მოადგილესთან ერთად, რუსთავის მეხუთე ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში ქალებს 8 მარტი მიულოცა. პარალელურად, მსჯავრდებულებს სხვადასხვა სახის არაგეგმური სამედიცინო მომსახურებები გაეწიათ, მათ შორის სკრინინგი და ექიმ-სპეციალისტების მომსახურება. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ქალებმა C და B ჰეპატიტის სკრინინგული კვლევა, ძუძუს, კოლორექტული კიბოსა და საშვილოსნოს ყელის სკრინინგი ჩაიტარეს. სხვადასხვა სახის არაგეგმური სამედიცინო სერვისი ჯამში 200-მდე მსჯავრდებულს გაეწია.