ქალთა ეკონომიკური ფორუმი ბათუმში

ბათუმი ქალთა ეკონომიკურ ფორუმს მასპინძლობს. ღონისძიება, რომლის მიზანიც ბიზნესში ქალების გაძლიერება და ქალი მეწარმეების წახალისებაა, გაერო-ს ქალთა ორგანიზაციისა და ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ ორგანიზებით იმართება.

ორდღიან ფორუმზე იმსჯელებენ ბიზნესკომპანიების როლზე ქალთა გაძლიერების მიმართულებით, განიხილავენ წარმატებული ქალების კონკრეტულ ისტორიებსაც. ასევე, წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია ქალებისთვის ხელმისაწვდომი ტრენინგების, გრანტებისა და განათლების მიღების შესაძლებლობების შესახებაც.