პუტინი-ფაშინიანის შეხვედრა
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ კანონის მიღებით, სომხეთმა რეფერენდუმის ჩატარების იდეაზე, ფაქტობრივად, უარი თქვა. ფაშინიანის თქმით, კანონის მიღებამდე რეფერენდუმის ჩატარების შესაძლებლობა არსებობდა, თუმცა პარლამენტის მიერ შესაბამისი კანონპროექტის მიღების შემდეგ, ეს საჭიროება აღარ დგას.
რუსეთის პრეზიდენტმა შეხვედრისას განაცხადა, რომ სომხეთის გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურის დაწყების შესახებ, ფაქტობრივად, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის დატოვების შესახებ განაცხადის ტოლფასია. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე საბოლოო არჩევანი სომხეთის მოსახლეობამ უნდა გააკეთოს.