პროტესტი „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები აღდგომის კვირაში მასშტაბურ აქციებს არ გამართავენ. ერთ-ერთი ორგანიზატორის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლების მხრიდან პროვოკაციული ნაბიჯები არ იქნება გადადგმული, ისინი არ აპირებენ მსვლელობების მოწყობას. ეს გადაწყვეტილება წინასააღდგომო პერიოდს შეეხება, რადგან მართლმადიდებელი მრევლისთვის მძიმე კვირაა. აქცია „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ იმერეთში 182 დღეა მიმდინარეობს.