პროტესტი „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ

რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხელისუფლება „ნამახვანჰესის“ საკითხზე. რიონის ხეობის მცველები მოლოდინის რეჟიმში არიან. პროტესტის ერთ-ერთი ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ ვადა იწურება. ის იმედს გამოთქვამს, რომ პროცესი და გადაწყვეტილების მიღება არ გაჭიანურდება. შეგახსენებთ, დღეს აქციის 176 დღეა.