პროტესტი „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ

რიონის ხეობაში პროტესტი გრძელდება – „ნამახვანჰესის“ პროექტზე მიმდინარე აქციის წევრები ადგილზე რჩებიან. მოქალაქეებს სოფელ ნამოხვანისკენ გადაადგილების უფლებას პოლიცია კვლავ არ აძლევს. ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველთა დიდი რაოდენობა. ქუთაისი-ალპანა-ამბროლაურის გზის მონაკვეთი გუმათის დასახლებასთან უკვე სპეციალური საპოლიციო ბარიკადებით არის გადაკვეთილი.

დეტალებით ირმა ჭოლაძე გვერთვება პირდაპირ ეთერში.