პროტესტი „ნამახვანჰესის“ მშენებლობის გამო

160 დღეზე მეტია, „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებული პროტესტი გრძელდება. დღეს კომპანია „ენკას“ ახლად დანიშნული დირექტორი რიონის ხეობაში პირველად ჩავიდა და სამუშაოების დათვალიერების პარალელურად, ადგილობრივებთან დალაპარაკება სცადა, თუმცა უშედეგოდ. შეხვედრა ხმაურის ფონზე წარიმართა.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ვიდრე მშენებლობის უსაფრთხოება განმეორებითი ექსპერტიზებით არ დადასტურდება, კაშხლის მშენებლობა არ დაიწყება, მაგრამ რიონის ხეობის მცველების დარწმუნება მაინც ვერ მოხერხდა. მათ დღეს მშნებლობის ტერიტორიაზე შესვლაც სცადეს, რასაც ორი აქტივისტის დაკავება მოჰყვა.

მარიამ ბერძენიშვილის სიუჟეტი.