პროტესტი ბორჯომში

პროტესტის მეთოთხმეტე დღე ბორჯომში, აქციის მონაწილეებს ორივე ჩამომსხმელი ქარხანა პიკეტირებული აქვს, წარმოება შეჩერებულია. დღეს პირველ ჩამომსხმელ ქარხანაში არც ადმინისტრაციის წარმომადგენელი და არც დასაქმებულები არ შესულან.

ადგილზე უპრეცედენტოდ ბევრი პოლიციელია მობილიზებული. ახალციხის რაიონულ სასამართლოში ბორჯომის ქარხნის წინააღმდეგ ორი სარჩელია შესული. პროფკავშირები გათავისუფლებული 50 თანამშრომლის აღდგენასა და ორთვიანი სახელფასო ანაზღაურების გადახდას ითხოვენ. პარალელურად, გაფიცული მუშები ელოდებიან პრემიერის გამოხმაურებას, რის შემდეგაც, განცხადებას გაავრცელებენ.