პროტესტი ბორჯომში

გაფიცვის მეცხრე დღე ბორჯომის ქარხანაში. ბორჯომის ქარხნის ახალდანიშნულ დირექტორსა და გაფიცულ თანამშრომლებს შორის შეხვედრა უკვე ორი საათია მიმდინარეობს. შეხვედრას ესწრებიან ასევე პროფკავშირის წარმომადგენლებიც. პროტესტის მონაწილეების მოთხოვნები ხელფასების მატება და შრომითი პირობების გაუმჯობესებაა.

გუშინ ქარხნის ადმინისტრაციამ გაფიცვის ფონზე მენეჯმენტში ცვლილებები განახორციელა. გაფიცულებს იმედი აქვთ, რომ შეხვედრა კონსტრუქციული იქნება და მხარეები პოზიციების შეჯერებას შეძლებენ.