ქვეყნის მასშტაბით უფასო სკრინინგის აქციები გრძელდება. პროფილაქტიკური კვლევები ამჯერად საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ჩატარდა. მოქალაქეებს, ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის გამოკვლევები, ასევე B და C ჰეპატიტების და აივ ინფექციის სკრინინგი ჩაუტარდათ. კვლევები ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით მიმდინარეობს. კამპანიის ფარგლებში, სკრინინგული ღონისძიებები უკვე ჩატარდა აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, სამცხე-ჯავახეთში, გურიაში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლსა და კახეთში. კამპანია ეტაპობრივად გაგრძელდება ქვეყნის სხვა რეგიონებშიც და 15 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიას მოიცავს.