პროექტის პრეზენტაცია

როგორ უნდა მოხდეს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოქალაქეების უფლებების დაცვა და მათი სრულფასოვანი ინტეგრაცია. პროექტი სახელწოდებით „ყრუ-უსინათლო პირთა ხმა საქართველოში“, ათი თვის განმავლობაში, თბილისში, ბათუმში, თელავში, ზუგდიდსა და ქუთაისში განხორციელდება.

მოქალაქეები საჭირო მომსახურებებს მიიღებენ. მათ შორის, ჟესტური ენის თარჯიმნის, თარჯიმან-მეგზურისა და იურისტის ონლაინ და პირისპირ კონსულტაციებს. პროექტი დაფინანსებულია ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ყრუ-უსინათლო პირთა კავშირის მიერ.

დატოვე კომენტარი