პროექტის დახურვა

კამპანია „მოზარდი მოხალისეების ჩართულობა COVID-19-ის გამოწვევების საპასუხოდ საქართველოში“ დასრულებულია. ახალგაზრდებმა პროექტის დახურვის ღონისძიებაზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის კამპანიის შედეგები წარმოადგინეს. მოხალისეებმა მონაწილეობა მიიღეს ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ასამაღლებელ სესიებში, რომელსაც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები უძღვებოდნენ. ექვსთვიანი კამპანია გაერო-ს ბავშვთა ფონდის, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერითა და „ჰელფინგ ჰენდ“-თან პარტნიორობით განხორციელდა.