პრესტური – ვიზიტორები ისრაელიდან

15:26, 05.11.2022

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ისრაელის მაღალრეიტინგული ტელეკომპანიის წარმომადგენლებს მასპინძლობს. პრესტურის ფარგლებში, საქართველოს ტურისტული პოტენციალის, კულტურისა და სამზარეულოს შესახებ „I-24“ ერთსაათიან გადაცემას მოამზადებს. ისრაელის ტელეარხის ჟურნალისტები თბილისს, მცხეთას, ყვარელს, სიღნაღსა და ბოდბეს ეწვივნენ, გადაიღეს ეროვნული მუზეუმი და დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმი.

მსგავსი