პრესის თავისუფლების მსოფლიო დღე

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში მედიის წარმომადგენლებს პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს ულოცავს. კელი დეგნანი ჟურნალისტების მიერ საზოგადოებისთვის სარწმუნო ინფორმაციის მიწოდებაზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ ისინი დასაბუთებული და დაბალანსებული ჟურნალისტიკისთვის თავდადებულნი არიან.

საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას თან ახლავს საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის, ლიკა ალელიშვილის ფოტო. „მოამბის“ ჟურნალისტი უკვე თვეზე მეტია, ჩაკეტილ ზონაში, მარნეულში მუშაობს.