პრემიერმა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო მოინახულა

პრემიერმა დღეს ბათუმში ქალაქის რესპუბლიკური საავადმყოფო მოინახულა, ასევე ესტუმრა კლინიკა „მედ ემერჯენსს“, რომელიც ცხელების მქონე პაციენტთა მართვას განახორციელებს. საავადმყოფო სრულად აღჭურვილია შესაბამისი სამედიცინო აპარატურით, ექიმებისთვის ყველა საჭირო ინვენტარით, პირადი დაცვის საშუალებებითა და ის ერთდროულად 50 პაციენტის მიღებას შეძლებს.

აჭარის რეგიონში კი უკვე გამოყოფილია „ცხელების ცენტრი 2“. უშუალოდ „კოვიდ 19“-ის მქონე პაციენტებისთვის ბათუმსა და ქობულეთში ორი საავადმყოფოა გამოყოფილი.