საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი იწყება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. აბუ-დაბის ალ ბათინის საერთაშორისო აეროპორტში მას არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრი დახვდა.
ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტში, ასევე გამართავს შეხვედრებს მსხვილი საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლებთან. დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა პანელურ დისკუსიაზე, რომლის მთავარი თემაა შუა დერეფანი – ევროპისა და აზიის დაკავშირება ენერგიის მეშვეობით.