არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი გრძელდება. შეხვედრა მიმდინარეობს გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან. მხარეები ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობასა და პერსპექტივას განიხილავენ. ცნობილია, რომ დღეს ხელი მოეწერება თანამშრომლობის მემორანდუმს ერთ-ერთ უმსხვილეს დეველოპერულ კომპანიასთან, რომლის ფარგლებში, საქართველოში მრავალმილიარდიანი ინვესტიცია განხორციელდება.
შალვა სუმბაძე ვიზიტისა და მიმდინარე შეხვედრის შესახებ პირდაპირ ეთერში ისაუბრებს.