პრემიერის გამოსვლა პარლამენტში

პანდემიის შედეგები, გამოწვევები და მთავრობის ორი თვის მუშაობა. პრემიერ-მინისტრის გამოსვლა პარლამენტში თითქმის ათ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ოპოზიციამ გიორგი გახარიას ეკონომიკური კრიზისის დაძლევის გეგმა დაუწუნა. შეკითხვები, ძირითადად, სოციალურ დახმარებებს, თვითდასაქმებულებს და, ზოგადად, კომპენსაციების გაცემას ეხებოდა. პანდემიასთან ერთად, ხელისუფლების ოპონენტებმა პოლიტიკური საკითხებიც დააყენეს და 8 მარტის შეთანხმების შესრულება კიდევ ერთხელ მოითხოვეს.

ოპოზიციისგან განსხვავებით, გიორგი გახარიას გამოსვლას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა მმართველი გუნდის წევრებისგან. უმრავლესობაში ოპონენტების კრიტიკულ შეფასებებსაც უპასუხეს. „ქართული ოცნების“ წევრები აცხადებენ, რომ მათი ოპონენტები ვიწრო პარტიული ინტერესით მოქმედებენ და მთელი რიგი საკითხებით სპეკულაციას ცდილობენ.