პრემიერი DBH Group-ის წარმომადგენლებს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი მსხვილი ჩინური ჰოლდინგის, DBH Group-ის წარმომადგენლებს შეხვდა. ისაუბრეს საინვესტიციო შესაძლებლობებსა და ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ ბიზნესგარემოზე. აქცენტი ენერგეტიკის სექტორსა და განახლებადი ენერგიის ათვისების მიმართულებაზე გაკეთდა. ხაზი გაესვა საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობასა და შუა დერეფნის, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი მარშრუტის როლს, რაც უცხოელი ინვესტორებისთვის დამატებით შესაძლებლობებს ქმნის. DBH Group ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბიზნესჯგუფია, რომელიც 26 შვილობილ საწარმოს აერთიანებს ისეთ სექტორებში, როგორებიცაა ენერგეტიკა, უძრავი ქონება, სამთო-მოპოვებითი მრეწველობა, ბიოტექნოლოგია და სასტუმრო ბიზნესი.