პრემიერ-მინისტრის ვიზიტი სინგაპურში

15:02, 22.07.2026

პრემიერ-მინისტრმა სინგაპურში სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლებს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები და ბიზნესგარემო გააცნო. მრგვალი მაგიდის ფორმატში მიმდინარე დისკუსიას 30-მდე მსხვილი ფინტექ კომპანიის ხელმძღვანელი ესწრებოდა. მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობაზე და ქვეყნის განსაკუთრებულ როლზე დაკავშირებადობის უზრუნველყოფაში. აქცენტი გაკეთდა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე და ხაზი გაესვა ფინანსური სექტორის განვითარების ტემპზე.

ანა ბროლაძე დეტალებით.

მსგავსი