პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ესპანეთში

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მადრიდში საერთაშორისო ტურისტული გამოფენის გახსნას ესწრება. ღონისძიებაში, რომელიც ესპანეთის მეფემ, ფილიპე მეექვსემ გახსნა, საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს. საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს სპეციალური სივრცე აქვს გამოყოფილი, რომელიც საერთაშორისო ტუროპერატორებს, კომპანიებსა და მედიის წარმომადგენლებს საშუალებას მისცემს, მეტი ინფორმაცია მიიღონ საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ.

ნოდარ ჩაჩუა იმყოფება მადრიდში.