პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აზერბაიჯანში

 ბაქოში საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეათე სხდომა გაიმართა. სხდომა ირაკლი კობახიძემ და ალი ასადოვმა გახსნეს. ისაუბრეს საგარეო პოლიტიკურ დიალოგზე, სავაჭრო-ეკონომიკურ და სატრანსპორტო სფეროში თანამშრომლობაზე. აღნიშნა, რომ სხდომა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაფართოებას.

მხარეებმა ხელი მოაწერეს ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეათე სხდომის ოქმს. შეთანხმებები გაფორმდა ორი ქვეყნის დარგობრივ უწყებებს შორის. კერძოდ, ხელი მოეწერა განზრახულობათა ოქმს საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შორის; მემორანდუმებს: საზღვაო ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის შესახებ; კომისიის სხდომაში ორი ქვეყნის მთავრობის წევრებმა მიიღეს მონაწილეობა.