საქართველოს პრემიერის ვიზიტი ბაქოში გრძელდება. ირაკლი კობახიძისა და ილჰამ ალიევის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრები დასრულებულია. ერთობლივ პრესკონფერენციაზე მხარეებმა დაადასტურეს სამომავლო თანამშრომლობა. აქცენტი გაკეთდა ერთმანეთის სახელმწიფოების პატივისცემაზე.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მიულოცა კობახიძეს „ქართული ოცნების“ არჩევნებში გამარჯვება და პრემიერის პოსტზე მისი დანიშვნა. ყურადღება გამახვილდა ასევე გლობალურ გამოწვევებზე, კავკასიის რეგიონში მშვიდობის მნიშვნელობაზე და ამ კონტექსტში აზერბაიჯანისა და საქართველოს წვლილზე. მხარეებმა განიხილეს სტრატეგიული და ეკონომიკური პროექტები. ხაზი გაესვა შუა დერეფნის პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებას და მნიშვნელობას.