პრემიერ-მინისტრის ვიდეომიმართვა სამომხმარებლო ბაზარზე არსებულ მაღალ ფასებთან დაკავშირებით
რატომ არის საქართველოში გაცილებით ძვირი პროდუქტი, ვიდრე ევროპის სხვა ქვეყნებში და რა იწვევს მაღალ ფასნამატს – პრემიერმა დღეს დილით სამომხმარებლო ბაზარზე არსებულ მაღალ ფასებთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გაავრცელა. ირაკლი კობახიძემ საქმის შესწავლა, შესაძლო დანაშაულის გამოვლენა და ამ მიმართულებით საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში ის ამბობს, რომ სადისტრიბუციო და მარკეტების ქსელებთან, ფასების შემცირების მიზნით, მუშაობა უკვე დაწყებულია და უნდა გამოიკვეთოს ყველა შესაძლო ხარვეზი.